ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ ლექცია გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს, ცენტრის წევრებისთვის გაიმართა მორიგი ონლაინ ლექცია თემაზე – „პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციფიკა პანდემიის პირობებში”, რომელსაც საჯარო მმართველობის დოქტორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი – ნინო ქურასბედიანი უძღვებოდა.

მოწვეული ექსპერტი ახალგაზრდებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის:
• ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლები;
• დამსაქმებელი ორგანიზაციების მიერ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავების
ფარგლები;
• დისტანციური სწავლებისა და შეხვედრების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების
ფარგლები;
• აპლიკაცია „Stop Covid-ის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლები.

მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
ონლაინ ლექცია ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის
მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის
(UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content