ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გორის ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ჩაატარეს

რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ქეთი დავითაშვილმა და ბაია ბოხუამ, გორის ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ჩაატარეს.

გაცვლითი პროგრამის მიზანია ქუთაისისა და გორის ახალგაზრდული ცენტრების დაახლოება და გორში მაცხოვრებელი ახალგაზრდების ტოლერანტობის, თანასწორობის და მრავალფეროვნების მართვის თემებზე ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ორგანიზაციული უნარების განვითარებას, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას მომავალში თავად გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ.

რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content