ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მაია ბაკურაძემ და ნიკა ჭეიშვილმა ქუთაისის მედია სკოლის და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გამართეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში – საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, 1 თვის განმავლობაში ახალგაზრდა ამომრჩეველს მიაწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
დეკემბერი ყველაზე სასიამოვნო თვეა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ამ დროს, დღის ცენტრებში დიდი საახალწლო სამზადისია, სადღესასწაულოდ რთავენ თავიანთ სამუშაო გარემოს და თოვლის პაპას წერილებს წერენ
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა 23–25 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე–11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი მიზანად ისახავდა ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და ახალგაზრდული
Skip to content