ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ნიკა ჭეიშვილმა და მაია ბაკურაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლაში გამართეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში – საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, 1 თვის განმავლობაში ახალგაზრდა ამომრჩეველს მიაწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).