ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა მედია წიგნიერებაზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი მედია წიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.

ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
დეკემბერი ყველაზე სასიამოვნო თვეა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ამ დროს, დღის ცენტრებში დიდი საახალწლო სამზადისია, სადღესასწაულოდ რთავენ თავიანთ სამუშაო გარემოს და თოვლის პაპას წერილებს წერენ
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა 23–25 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე–11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი მიზანად ისახავდა ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და ახალგაზრდული
Skip to content