ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ვარციხის საჯარო სკოლაში თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარა

PITA-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა თამარ გველესიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა მედია წიგნიერებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.

ტრენერთა ტრენინგის () გადამზადებული ახალგაზრდები, იმერეთის რეგიონის სოფლებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან და მათ მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ.

შეხვედრა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

 

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content