ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ფარცხანაყანების და გეგუთის საჯარო სკოლებში თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარეს

PITA-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ანა ჯავახაძემ და
გიორგი ქავთარაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების და გეგუთის საჯარო
სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართეს საინფორმაციო შეხვედრა მედია
წიგნიერებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური
მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. შეხვედრაზე
განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების
გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ
გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.

ტრენერთა ტრენინგის გადამზადებული ახალგაზრდები, იმერეთის რეგიონის
სოფლებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან,
მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან და მათ მიღებულ
ცოდნას გაუზიარებენ.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC).

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content