ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მაღლაკის და ხონის საჯარო სკოლებში თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარეს

PITA-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ანა ჯავახაძემ და
გიორგი ქავთარაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის და ხონის მუნიციპალიტეტის
სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართეს საინფორმაციო
შეხვედრა მედია წიგნიერებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება
სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. შეხვედრაზე
განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების
გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ
გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.

ტრენერთა ტრენინგის გადამზადებული ახალგაზრდები, იმერეთის რეგიონის
სოფლებში, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან,
მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან და მათ მიღებულ
ცოდნას გაუზიარებენ.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC).

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content