ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ადამიანის უფლებების თემაზე სემინარი ჩატარდა

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ადამიანის უფლებების თემაზე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი მშვენიერაძემ  სემინარი ჩაატარა.


სემინარის ძირითადი საკითხები ადამიანთა უფლება დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, პერსპექტივებს და მასში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობას შეეხებოდა. საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და მისი აღსრულების ადგილობრივ გამოცდილებას.


სემინარი ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content