ქუთაისის ბიზნეს სკოლის მეორე ეტაპი დაიწყო

ბიზნეს სკოლის მეორე ეტაპზე გადასული 20 მონაწილე 4 ჯგუფად გადანაწილდა. დღეიდან ერთი თვის მანძილზე ბიზნეს სკოლის მსმენელები ჯგუფის მენტორთან ერთად კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად იმუშავებენ.

ჯგუფების მენტორები იქნებიან – დავით ჟორჟოლიანი, სოციალური მედიის მენეჯერი, ნატო ჭელიძე, „ფინკა ბანკის“ ფულადი სახსრების მოზიდვის კოორდინატორი, ილია ნაცვალაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში და ეკა ფხაკაძე, ჟურნალისტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

ოთხივე ჯგუფი პროექტის პარტნიორი კომპანიების მიერ დასახული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად იმუშავებს. აღნიშნული ამოცანების შესრულება ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურება. ამოცანების შესრულების პარალელურად ჯგუფები კონკურსში მონაწილეობენ. იმ ჯგუფს, რომელიც საუკეთესოდ გაართმევს თავს მათთვის დაკისრებულ დავალებას, სპეციალური ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს.

ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში სკოლის მსმენელებმა ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი, რესურსების მობილიზება და სამართლებრივი საკითხები შეისწავლეს. ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში ისინი სხვადასხვა საწარმოში იმყოფებოდნენ. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს, შეხვედროდნენ კომპანიების თანამშრომლებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ბიზნეს სკოლისთვის ქუთაისში მცხოვრები დამამთავრებელი კლასების 60 მოსწავლე სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების შემდეგ შეირჩა. ბიზნეს სკოლა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის პარტნიორია „ფინკა ბანკი“ და სააფთიაქო ქსელი „პსპ“.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content