ქუთაისის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა „გვირილობა” აღნიშნეს

დღეს გვირილობის დღესასწაულს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარები
შეუერთდნენ.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა და პედაგოგებმა გასვლითი ღონისძიება გამართეს. ისინი ,,დიდების ბაღს” ესტუმრნენ და
მათ მიერ დამზადებული გვირილები გვირილობის აღსანიშნად შეკრებილებს უსახსოვრეს.

დღევანდელ ღონისძიებაში ჩაერთნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დღის ცენტრში
სტაჟირებას გადიან.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content