ქუთაისის დღის ცენტრს ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თანამშრომლები ესტუმრნენ

1 ივნისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებმა მეგობრებთან ერთად, ტკბილეულის და ფერადი ბუშტების თანხლებით, სხვადასხვა მხიარული აქტივობებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ქუთაისის დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თანამშრომლები ესტუმრნენ, ბავშვებს ტკბილეულით გაუსმასპინძლდნენ და დღე მხიარულად გაატარეს. მათ ასევე ბავშვებთან ერთად შექმნეს თემატური პოსტერი, რომელიც ცენტრის სამუშაო სივრცეს დაამშვენებს.

ბავშვთა დაცვა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბავშვის უფლებებისა და მათი ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება ორგანიზაციის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს.

ბავშვთა დაცვის დღეს კი კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ჰქონდეს მხიარული და ბედნიერი ბავშვობა და ჩვენ უფროსებს მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში დიდი წვლილი მიგვიძღვის.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content