ქუთაისის დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” ინდო ქართული საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს ქუთაისის დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” ინდო ქართული საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და ცენტრის ბავშვებს დღე გაულამაზეს. მათ  ბენეფიციარებს განმავითარებელი საშუალებები და ინდივიდუალური ტკბილეულის პაკეტები, ხოლო პედაგოგებს ყვავილები გადასცეს.

განმავითარებელი საშუალებები ცენტრს მუშაობის პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება და მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ წარვმართოთ სასწავლო პროცესი თითოეულ ბავშვთან, მათი უნარების შესაბამისად. ტკბილეულის პაკეტებით კი თითოეული ბავშვი საკუთარი ოჯახის წევრებს გაახარებს.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content