ქუთაისის დღის ცენტრში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე აღნიშნეს

აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ ეწვივნენ.

დღის ცენტრში ვიზიტის მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. ცენტრის სტუმრებმა ბავშებთან ერთად შემეცნებითი თამაშები ითამაშეს და სხვა გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

ვიზიტი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content