ქუთაისის მერის მოადგილე პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

პროექტის „შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებისათვის კარიერული დაგეგმვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მიზანს მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ტექნიკების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება წარმოადგენდა. მონაწილეები ასევე გაეცნენ CV-ის ფორმების, სამსახურეობრივი ინტერვიუს ტექნიკების და საქმიანი ეტიკეტის ნორმების მიზნობრივი გამოყენების წესებს.

ტრენინგის მიმდინარეობას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძეც დაესწრო. მერის მოადგილე ასევე ესტუმრა იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, სადაც შშმ პირები სხვადასხვა პროფესიებს სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებით ეუფლებიან.

პროექტმა პროფესიული სწავლებისა და დასაქმების შანსი იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მისცა, რომლებსაც საბაზისო განათლების არ ქონის გამო პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

პროექტი „შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content