ქუთაისის მე-2 სკოლაში საჯარო გამოსვლების და დებატების ტექნიკების სკოლის სამთვიანი კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

30 ივნისს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის 2 საჯარო სკოლაში საჯარო გამოსვლების და დებატების ტექნიკების სკოლის სამთვიანი კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სკოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა და მოეწყო დებატების ტურნირის ფინალური თამაში, რეზოლუციაზე: მიგრაცია გამართლებულია”.

კურსის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ტურნირის გამარჯვებულები და საუკეთესო გამომსვლელები კი შესაბამისი დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების 3-თვიანი ტრენინგ კურსი EDEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდებოდა.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content