ქუთაისში ახალი პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი!“ პრეზენტაცია გაიმართა

2018 წლის 18 სექტემბერს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (IWO e.V, EDEC, CHCA) კოალიციის ინიციატივით ახალი პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი!“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია გადაამზადოს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკითხებში და გერმანული გამოცდილების საფუძველზე მოამზადოს ისინი საბინაო მმართველებებად დევნილთა ჩასახლებებისათვის. პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით  გერმანიაში გაემგზავრება, სადაც საბინაო სექტორის კანონმდებლობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის გერმანულ გამოცდილებას გაეცნობიან.

ღონისძიება ორგანიზაციის „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ დირექტორმა – იოჰან შთრეზემ გახსნა. აუდიტორიას მიესალმენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – მამუკა ცოტნიაშვილმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი იობაშვილმა.

პრეზენტაციის თემას იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის საბინაო პროფესიული განათლების პერსპექტივები წარმოადგენდა, რაზეც პროექტის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს:

დუალური განათლების შესაძლებლობები და გამოწვევები – დარეჯან ლოსაბერიძე, საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“, ხარისხის მართვის მენეჯერი

საბინაო სექტორი საქართველოში (გამოწვევები) – ნაპოლეონ მილორავა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), აღმასრულებელი დირექტორი

საგანმანათლებლო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის საბინაო სექტორში – ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გამგეობის თავმჯდომარე.

პრეზენტაციას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების, ქუთაისის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დევნილთა ჩასახლებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი!“  ახორცილებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022 წლის 24 მაისს, გურიაში, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ მიმდინარე შედეგების
10 მაისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა
ლაშა ტარუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად  გორში, სასტუმრო ,,ლაქი”– ში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. დასაქმების ცენტრის შესახებ მან მეგობრისგან
Skip to content