ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი მოეწყო

5 ივლისს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით,  იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა.

ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ დიალოგის წარმართვა, ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის მაგალითები, ლიტერატურა, წიგნიერება მოქალაქეობა და მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში – ეს გახლდათ ქუთაისში ორგანიზებული ვორკშოფის ძირითადი საკითხები. შეხვედრას მწერალი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.

ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content