ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

იმერეთის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ქუთაისში, 12 აპრილს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანი იმერეთში სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად დონორი ორგანიზაციების დაინტერესება იყო.

ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სადისკუსიო პანელი მოეწყო, სადაც სხვადასხვა საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ფორუმზე სპეციალური პანელით წარსდგა, რომელიც მოხალისეობას მიეძღვნა. პანელის მოდერატორი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი იყო.

პანელის ფარგლებში საქართველოში მოხალისეობის გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ ლიკა კილაძემ, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა. ორმხრივი მოხალისეობის ფორმა „დროის ბანკი“ და მისი წარმატებული მაგალითები მაკა ჩინიჯიშვილმა, „დროის ბანკის“ ექსპერტმა წარადგინა.

ფორუმი ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content