ქუთაისში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი სტუდენტური კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში სტუდენტური კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტური კონკურსი სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად – 2017” პროექტის სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის” ფარგლებში იმართება.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციასა და არსებული სოციალური საწარმოების გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს პირველად აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ კონკურსში – “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”.

პროექტი სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content