ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

ქუთაისში, სასტუმროში ბაგრატში 1003” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ იმერეთში მოქმედი მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისი სტაჟირების პროგრამები და ვაკანტური ადგილები წარუდგინეს.

სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.

ფორუმზე 20 კომპანია იყო რეგისტრირებული. მათ შორის: მაკდონალდსი”, სამკერვალო კომპანია ტექსტილი”, სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, სასტუმრო ბაგრატი 1003”, კრედო”, გორგია’’, ლევანტო”, შპს თელგი”, ლიბერთი ბანკი” და სხვა.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებულის, ქუთაისის თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან ოტავა–98” ერთად,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content