ქ.გორში დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

19 ივლისს, ქალაქ გორში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის მცხობელის, მზარეულისა და ვიზაჟისტის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამები განხორციელდა. მათში მონაწილეობა ჯამში 39–მა ადამიანმა მიიღო.

სასწავლო პროგრამები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში გაივლიან.

პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები EDEC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და დონორი ორგანიზაციის – ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების „ბიდისი აკადემია“ სილამაზის სალონის „სემპრე“ წარმომადგენელები და შეფ–მზარეული ლიანა ინდუაშვილი, რომლებმაც პროგრამის მონაწილეებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება უზრუნველყვეს. ცერემონიალზე ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომპანიები: „ფუდ ალიანსი“, „გითანა“, სასტუმრო „მწერლები“, რესტორანი „შინ და გორი“ და სილამაზის სალონები „სემპრე“ და „ეპილუსი“, რომლელთა ბაზაზეც კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ზაზა ჩხიკვაძე ამჟამად გურიაში, ავეჯის საამქროში ხელოსნის პოზიციაზე მუშაობს. ,,გურიაში დასაქმება ძალიან რთულია ამიტომ იმედი ნაკლებად  მქონდა რომ  ჩემთვის სასურველ სამსახურს  ვიპოვიდი, მაგრამ  გურიის
2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათის“
”ახლა უკვე მაქვს სამსახური და კარგი სამუშაო გარემო, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია” მაკა ჯოხარიძე, ამჟამად თელავში, “Corso Italy”-ში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. ძალიან მცირე სამუშაო
Skip to content