ქ. გორში ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქ. გორში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს შიდა ქართლის მხარეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ლია კილაძე, პროექტის  – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” მენეჯერი, დავით აფრასიძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი, დომინიკა სკუბიდა უძღვებოდნენ.

პროექტი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის ფარგლებში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორს გააძლიეროს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა და შექმნას ადგილობრივ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content