ქ.ზუგდიდში დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

17 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის შემდუღებლის, მზარეულისა და ფარმაცევტის თანაშემწის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამები განხორციელდა. მათში მონაწილეობა ჯამში 33–მა ადამიანმა მიიღო.

სასწავლო პროგრამები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში გაივლიან.

პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები EDEC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და დონორი ორგანიზაციის – ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ გადასცეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ პარტნიორი სასწავლო დაწესებულების და დამსაქმებელი კომპანიების, მათ შორის, “ზუგდიდის აკდემიის”, შპს “ქალაქმშენსერვისის”, შპს “მანქანათმშენებლის”, აფთიაქების – „მედფარმა“, “ფარმაცია 2017” და “ფარმაცია 2018” წარმომადგენლები.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათის“
”ახლა უკვე მაქვს სამსახური და კარგი სამუშაო გარემო, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია” მაკა ჯოხარიძე, ამჟამად თელავში, “Corso Italy”-ში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. ძალიან მცირე სამუშაო
21 ივნისს, კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების  ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი
Skip to content