ქ. წყალტუბოში ევროპის დღე აღნიშნეს

8 ივნისს, ქ. წყალტუბოში ევროპის დღე აღნიშნეს. ერთი დღით სასტუმრო არგოს მიმდებარე ტერიტორია „ევროსოფლად“ გადაიქცა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები ჩატარდა.

სტუმრებს შეეძლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტენდებთან უშუალოდ გაცნობოდნენ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ევროპის დღეზე ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები წარადგინა. წარდგენილ პროექტებს შორისაა ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმა „დროის ბანკი“ , სოციალური საწარმო „ფარშევანგი”, ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი, ენისა და მეტყველების სერვისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებაზე მიმართული და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების პროექტი.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სტენდით დაინტერესდა. ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ელჩს სოციალური საწარმოს „ფარშევანგი” მიერ ქვილინგის ტექნიკით დამზადებული აქსესუარი უსახსოვრა, წარწერით „ვაგროვებთ დროს და მეგობრებს”.

ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ზეიმობენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის აღსანიშნავად. მან ევროპაში ახალი ფორმის პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა წამოაყენა, რომელსაც ევროპის ქვეყნებს შორის ომი შეუძლებლად უნდა ექცია და მათ ქვანახშირისა და ფოლადის რეზერვების გაზიარება სთხოვა. ამ იდეამ დასაბამი მისცა ევროპის კავშირის შექმნას, რომელიც 28 ქვეყანას და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს 60-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში.

ევროპის დღის აღნიშვნა 5 მაისს თბილისიდან დაიწყო. წლევანდელი ევროპის დღე გაიმართა დევიზით „ერთად უფრო ძლიერი ვართ“, რათა ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content