ღია კარის დღე კონსტრუქტ2–ში

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ ინფორმაციას და საკუთარი ხელით, პრაქტიკულად მოსინჯეს საგანმანათლებლო პროგრამები: კომპიუტერული ქსელი და სისტემები, შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება და ელექტროობა. წარმატებულმა კონსტრუქტ2ელებმა, ასევე, მოაწყვეს პანელური დისკუსია, სადაც ისაუბრეს საკუთარ სტუდენტურ ცხოვრებაზე, კონსტრუქტ2ის საგანმანათლებლო სერვისებზე და თანატოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს  პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და მათთან გამკლავების გზებზე.

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები ჩაერთნენ სპეციალურად მათთვის მოწყობილ თამაშებში და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ბრენდირებული ნივთებით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ხორციელდება განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
2024 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content