შავშვების დევნილთა დასახლებაში თანასწორგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თანასწორგანმანათლებელმა ნინი ოთინაშვილმა „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, შავშვების დევნილთა დასახლებაში ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგები გამართა.

24 მაისს შეხვედრა დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება, ძირითადი ფაქტორები და ბოლო წლების სტატისტიკა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თემატური ვიდეოები. ასევე, თანასწორგანმანათლებელმა დამსწრე საზოგადოებას 112–ის მობილური აპლიკაციის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. 25 მაისს კი შეხვადრა მშივიდობის მშენებლობის საკითხებს დაეთმო.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content