შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების თემაზე თერჯოლაში მრგვალი მაგიდა გაიმართა

საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების თემაზე თერჯოლაში მრგვალი მაგიდა გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა და მომხსენებლებმა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მონაწილეებს პროექტსა და დისკუსიის თემა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ წარუდგენა. მანვე ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მანუჩარ ფანჩულიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ და ნინო ჯანელიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოციალურ სერვისებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ბადრი ბუცხრიკიძემ ისაუბრა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე დაფუძნებული სერვისები წარადგენა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content