შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.

ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და თანასწორი ჩართულობის გაზრდასა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს დაარსების დღიდან არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა  უწყვეტი განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ დღის ცენტრებში ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის, მცხეთა-მთიანეთის და თბილისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 83 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები იღებენ დღის ცენტრის სერვისებს. დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

EDEC–ის ინიციატივით ასევე შეიქმნა ორი სოციალური საწარმო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების საშუალებას აძლევს.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content