„შემდუღებლის“ მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამის მონაწილეებისთვის, სასერთიფიკატო გამოცდა ჩაატარდა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) საზოგადოებრივ კოლეჯთან „ზუგდიდის აკადემია“ თანამშრომლობით, შპს „მანქანათმშენებელის“ ბაზაზე, „შემდუღებლის“ მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამის მონაწილეებისთვის, სასერთიფიკატო გამოცდა ჩაატარა.

სერთიფიცირების მიზანია პროგრამაში ჩართული მონაწილეების პროფესიული ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა და პოტენციური დამსაქმებლის დაინტერესება.

სასერთიფიკატო გამოცდა რეალურ გარემოში იმიტირებული ფორმატით წარიმართა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა პროგრამის 8 კურსდამთავრებულმა, რომლებიც 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

გამოცდა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

• სამუშაო ადგილის მოწყობა–მომარაგება კონკრეტული დავალების მიხედვით;
• უსაფრთხოების წესები საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების დროს;
• შედუღებისა და ჭრის აპარატურის გამოყენება და ნახაზითი სამუშაოს შესრულება;
• ფერადი ლითონების და კონსტრუქციების შედუღება.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content