შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ბაღდათის მერიის სოციალური, ეკონომიკის სამსახურის და შშმ პირთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამოვავლო თანამშრომლობა.

36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
„მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო
Skip to content