შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლებმა ნინო მეგრელიშვილმა და თამარ ბიგანიშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ წარმოადგინეს. ცენტრი პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლშიც ახორციელებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამოვავლო თანამშრომლობა.

36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content