შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა გუჯაბიძეს და გურიის რეგიონული სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ გელა ზოიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის საქმიანობები და სამომავლო გეგმები.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

1 ოქტომბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების VI პოლიტიკურმა სკოლამ სტარტი აიღო. 4 თვიანი
თუ ხარ 16-29 წლამდე; ღია ხარ სიახლეებისთვის; მზად ხარ დახმარებისთვის; გაქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი; დაინტერესებული ხარ კარიერის შექმნით მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! განათლების
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00 -18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის 28 სექტემბერი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10
Skip to content