შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2024 წლის 16 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “კონსტრუქტ2” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდები გაანალიზებენ მოხალისეობის არს და მნიშვნელობას პიროვნების განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა თანატოლების ინტერესის შესაბამისად
2024 წლის 17 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “განთიადის” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
Skip to content