შიდა ქართლსა და სამეგრელოში „პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის – CV ტრენინგი“ ჩატარდა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შიდა ქართლსა და სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის „პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის – CV ტრენინგი“ ჩაატარა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების დახმარებას თვითშემეცნებასა და კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, ტრენინგი ონლაინ ფორმატში აქტიურად მიმდინარეობდა.

CV ტრენინგში 323–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შეისწავლეს CV-ის სწორედ შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ. მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება უკეთ წარმოაჩნონ საკუთარი უნარები, შეადგინონ დამსაქმებლისთვის საინტერესო რეზიუმე და პირველი ნაბიჯი გადადგან წარმატებული კარიერის შექმნისთვის.

ტრენინგს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

29 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის სამდონიანი
2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
Skip to content