შიდა ქართლში მედდის მოკლევადიანი პროფესიული ტრენინგ–კურსის მონაწილეები თეორიულ ნაწილს ონლაინ გადიან

შიდა ქართლში მედდის მოკლევადიანი პროფესიული ტრენინგ–კურსის გასაუბრების შედეგად შერჩეული მონაწილეები თეორიულ ნაწილს ონლაინ გადიან. მედდების გადამზადებას პროფესიული კოლეჯი ,,ამაგი“ ახორციელებს, ხოლო პრაქტიკულ სწავლებას   კურსის მონაწილეები შპს ,,გორმედში“ გაივლიან.

პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისს უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content