შიდა ქართლში მზარეულის პროფესიული პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს

შიდა ქართლში მზარეულის პროფესიული კურსის მონაწილეები მზარეულის პროფესიის თეორიას ონლაინ სწავლებით
უკვე დაეუფლნენ, ახლა კი პრაქტიკული ნაწილი მიმდინაროებს.

საგანამანთლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები
ანაზღაურებად, სამთვიან სტაჟირებას შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა კვების ობიექტებში
გაივლიან.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის –  ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის
ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში
ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content