შიდა ქართლში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

9 ივლისს გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 25–მდე ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც კონფლიქტების, გენდერის, ბავშვთა უფლებების, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას ფორუმისთვის შექმნილ ხეივანში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ორგანიზაციების საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე გაეცნენ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ და მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით ადგილზე შეარჩიეს აქტივობები, რომლებშიც სამომავლოდ მოხალისეობრივად ჩაერთვებიან.

ფორუმზე მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა ისაუბრა. ფორუმი ადგილობრივ ჯგუფის „კანუდოსი“ კომპოზიციებით დასრულდა. ჯგუფი „კანუდოსი“ 2007–2008 წლებში გორში შეიქმნა. ჯგუფის რეპერტუარი ძირითადად მოიცავს პროგრესულ, მოდერნისტულ ჯაზს და ფუჟენს, ფანკის ბლუზის და სოულის ელემენტებით.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია რეგიონული ჰაბის, გორის საინფორმაციო ცენტრის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს  გარემოზე ზრუნვის სიმბოლური  აქტივობები, ამჯერად  ქუთაისის შშმ
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
Skip to content