„შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის ბენეფიციარები, პარტნიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის, ბათუმის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივ ქვეპროგრამას „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 8 თვის განმავლობაში ახორცელებდა.

პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირმა, პროფესიულ სასწავლებელ „ახალ ტალღასთან“, სასტუმრო „ჰილტონთან“ და ავეჯის საწარმო შპს „ავანგარდთან“ პარტნიორობით, პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი გაიარა.

კურსდამთავრებულები დაეუფლნენ კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, ადამიანური რესურსების მართვის, სპას მასპინძელის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პროფესიებს.

კურსდამთავრებულები ჩაერთნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების 120 საათიან პროგრამაში, რომელიც განხორციელდა ავეჯის საწარმოში „ავანგარდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“, სასტუმრო ,,ჰილტონი“.

კურსის დასრულების შემდეგ 6 პირი დასაქმდა, მათ შორის 4 სასტუმროში „ჰილტონი“: სპას მასპინძლის, ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტის, მზარეულის და შვეიცარის პოზიციებზე, ხოლო 2 სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“, კონდიტერის პოზიციაზე.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ქვეპროგრამის „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლების სურვილის მქონე შშმ პირებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შედგენა, შეთავაზება, გადამზადება და დასაქმებაში ხელშეწყობა.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content