ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სკოლის უსაფრთხოების „რეინჯერების“ მომზადება Covid-19 პრევენციისთვის

 „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სკოლის უსაფრთხოების „რეინჯერების“ მომზადება Covid-19 პრევენციისთვის“ საინიციატივო ჯგუფის „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივაა, რომელმაც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.

ინიციატივა მიზნად ისახავს Covid-19-ის პრევენციის ხელშეწყობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების რეინჯერების მომზადების/გადამზადების გზით.

ინიციატვის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანაშრომლობით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის თანამშრომელი, მომავალი ,,კოვიდრეინჯერი” გადამზადდა ორდღიანი ტრენინგის საშუალებით. გადამზადებულმა კოვიდ რეინჯერებმა კი სასკოლო საზოგადოების 642 წარმომადგენელს (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობელთა საბჭო) ჩაუტარეს ტრენინგი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის წესებსა და გზებზე.

მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავდა კოვიდ-19 პრევენციის წესების კრებული სკოლის დამლაგებლებისთვის. აღნიშნული წესების შესახებ ინსტრუქტაჟი მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაუტარდათ ჩხოროწყუს მინიციპალიტეტის 20 სკოლის 15 დამლაგებელს. ოცივე სამიზნე სკოლაში შეიქმნა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის კუთხე, მომზადდა საინფორმაციო დაფა ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციით კოვიდ-19 პრევენციის ღონისძიებების შესახებ.

ონლაინ სწავლების სირთულეებთან გამკლავების მიზნით, ამავე ინიციატივის ფარგლებში სამიზნე სკოლების 20 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი ელექტრონული პლატფორმა Teams-ის გამოყენების ტექნიკებზე.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content