ციფრული მარკეტინგის ონლაინ სწავლების კურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოქალაქეებმა უფასო კურისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი და მოტივაცია, ჩაერთონ ტურისტულ ბიზნესში, ტურისტის მიღებისთვის გამოიყენონ თავიანთი აქტივები (საცხოვრებელი სახლი) და ამ გზით მოახდინონ შემოსავლების გენერირება.
სპეციალურად შემუშავებული პროცედურებისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა 15 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან 2 თვიან ონლაინ სწავლებას ციფრული მარკეტინგის თემაზე.
ონლაინ კურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.