ციცინო შენგელიას ხის დეკორატიული დამუშავების საწარმო აქვს

ციცინომ მეწარმეობის სკოლის სრული კურსი დაასრულა და პროექტის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისით – მენტორინგითაც ისარგებლა. მუშაობს როგორც მასიური ხის აქსესუარებზე, ასევე ფანერზე–ხატავს და აჩუქურთმებს ხელით.

მისი მენტორი ნინო ჯონჯოლავა, ,,არეას“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია.
მან ციცინოს მარკეტინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

ციცინო შენგელია: ,, ნინოს იდეა იყო, რომ შემექმნა პროდუქციის ახალი,
სამზარეულოს აქსესუარების ხაზი, რაც ძალიან დამეხმარა და როგორც მეწარმე გამაძლიერა,
გაიზარდა გაყიდვები. კომუნიკაციის ენა, რომელიც მან შემიქმნა და წარმატებით ვიყენებ,
მომგებიანი აღმოჩნდა.“

ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამა პროექტის–„ევროკავშირი
ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და მეწარმეობაში ჩართულობის
ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში
ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content