ცუცხვათში დასახლების საერთო კრება გაიმართა

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.

დასახლების საერთო კრებაზე, ცუცხვათის თემში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20%  მონაწილეობდა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  წინ წამოეწიათ  დასახლებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პრობლემები და კენჭისყრის წესით მოეხდინათ მათთვის 3 ყველაზე პრიორიტეტული პრობლემის გამოვლენა.

მოსახლეობის მიერ წინ წამოწეული პრობლემები უახლოეს დროში მიეწოდება მუნიციპალიტეტის ორგანოებს (საკრებულო/მერია), იმისათვის რომ გათვალისწინებულ იქნას 2025 წლის ბიუჯეტში. დასახლების საერთო კრებას  ცუცხვათის თემის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დასახლების საერთო კრება ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“  ფარგლებში.  პროექტის მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.

პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.

 

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
დასრულდა სოციალური მეწარმეობის 60 საათიანი ტრენინგ-კურსი საპოლოტედ შერჩეული  პროფესიული სასწავლებლების  სტუდენტებისთვის.  ტრენინგ-კურსის მოდული, სპეციალურად შეიქმნა პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ, რომლებმაც ასევე კურსის განმახორციელებელი მასწავლებლებისათვის  ტრენერთა
Skip to content