ცხადდება იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის!

სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში ცხადდება „იდეების კონკურსი“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნესიდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2-ეტაპიან საგრანტო კონკურსში და რეალობად აქციონ საკუთარი იდეა.

კონკურსი ცხადდება პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი “სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content