ცხადდება კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური კონსულტაციების მისაღებად.

სოციალურ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიონალი კონსულტანტების გუნდთან ერთობლივი მუშაობით გააუმჯობესონ საწარმოს საქმიანობის შედეგები, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური კუთხით.

საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების, მარკეტინგულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებზე.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://segeorgia.org/nmore.php?NID=292

კონკურსი ცხადდება პროექტის სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content