ცხადდება რეგისტრაცია ქალთა გაძლიერების ტრენინგებზე საქართველოს 10 რეგიონში

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალბატონებს და შშმ პირებთან გათანაბრებულ პირებს (შშმპ-თა დედები, ოჯახის წევრები) ქალთა გაძლიერების ტრენინგზე.

ტრენინგის მიზანია ქალთა ჯგუფების გააქტიურება და მათ მიერ შშმ პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისება.

მონაწილეებისთვის წარდგენილი იქნება შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სახელმწიფო სერვისები, ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებები, მათ განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, სამოქმედო გეგმები, ახალი სერვისების განვითარების შესაძლებლობები, შშმ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატებული მაგალითები და სხვა.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/qaltatreningi

შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ოქტომბერი

ერთდღიან ტრენინგზე მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე თითოეული ტრენინგისთვის შეირჩევა 20–25 მონაწილე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც გამოხატავენ დაინტერესებას ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ შშმ პირთა სერვისების განვითარების ხელშემწყობ საგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ტრენინგები ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” ფარგლებში, რომლის მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა მათი სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც ეფუძნება შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს.

პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” (EDEC) და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content