წარმატების ისტორია გორიდან

მაია გოგიძე ამჟამად კოლეჯში „ამაგი“სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. 

განათლების მენეჯმენტის მაგისტრი ვარ. არასამთავრობო სექტორში სამუშაო გამოცდილება მქონდა. ჩემი ინტერესის სფეროს, ყოველთვის სტუდენტებთან და განათლების სფეროში  მომუშავე ადამიანებთან პროფესიული და აქტიური ურთიერთობები  წარმოადგენდა. შესაბამისად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს, როგორც სამუშაოს მაძიებელმა, ჩემი გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მივმართე. იქამდე კი  ორგანიზაციას სამუშაო შეხვედრებიდან და პროექტებიდან გამომდინარე კარგად ვიცნობდი, რადგან მესამე სექტორი გვაერთიანებდა. მოგეხსენებათ სექტორებს და განსაკუთრებით სამოქალაქო სეტქორს შორის ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. ასე მოვხვდი EDEC- ის დასაქმების ცენტრში.  ვინაიდან რეგიონებში ნაკლები შესაძლებლობებია,  მიჭირდა ჩემ ინტერესებზე მორგებული სამუშაო ადგილის მოძიება. დასაქმების  კონსულტანტების მეირ მოხდა ჩემი  შესაძლებლობების  შეფასება,  სწორი კარიერული კონსულტირება და შესაბამისი ვაკანსიების შემოთავაზება,  რამაც ხელი შეუწყო  კოლეჯში „ამაგი“  ერთთვიან სტაჟირებასა და 2022 წლის სექტემბერში უკვე სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებას. აქ თავს ძალიან კომფორტულად და რეალიზებულად ვგრძნობ. ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ და რაც ყველაზე მეტად მახარებს,  ვთვლი, რომ  იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content