წარმატების ისტორია გურიიდან

შუქრი არობელიძე ამჟამად რესტორანში „ოზურგეთი ტერასა“ მზარეულის დამხმარედ მუშაობს.

„წარმატებას  თავისი ეტაპები აქვს, თითოეულ საფეხურზე ვითარდები და შემდეგზე ასვლას სწავლობ. ნუ იჩქარებთ, აკეთეთ საქმე დიდი სიყვარულით და ყველაფერი გამოგივათ“.

30 წლის ვარ. კულინარია ის სფეროა, რომელშიც ჩემი ცხოვრების 14 წელი და დიდი სიყვარული ჩავდე.  წლების განმავლობაში ვმუშაობდი მზარეულად შეკვეთილის, ურეკის და გრიგოლეთის სასტუმრო რესტორნებში. ძირითადად სეზონური ხასიათის სამსახურები მქონდა, შემდეგ ისევ ჩემს მშობლიურ ქალაქში, ოზურგეთში ვბრუნდებოდი და იქ მდებარე რესტორანში ვაგრძელებდი მუშაობას.  სარემონტო სამუშაოების გამო რესტორანი დროებით დაიხურა და ახალი სამსახურის მოძიება დავიწყე. დასაქმების ცენტრის შესახებ ინფორმაცია უკვე მქონდა, შესაბამისად სოციალური ქსელში გვერდი მოვძებნე, ცენტრს დავუკავშირდი და შეხვედრა ჩავნიშნეთ.

სხვა სფეროში დასაქმებას არ განვიხილავდი, რადგან კულინარია ჩემი პროფესიაა. ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე და მხიარული ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ სამუშაო გარემო და ირგვლივ არსებული ადამიანები დიდ როლს თამაშობენ მოტივაციის შექმნასა და პოზიტიურ აზროვნებაში. ადგილი, სადაც თავს კარგად არ გრძნობ, შესაძლებელია შენი უნარების, ფანტაზიისა და შთაგონების დამაბრკოლებელი გახდეს. ამიტომ სფეროს განსაზღვრის გარდა, სამუშაო გარემოც არანაკლებ პრიორიტეტული იყო ჩემთვის. დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრების შედეგად, შედგა ჩემს უნარებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური შეფასების გეგმა. გამოცდილებიდან გამომდინარე მალევე მოიძებნა სამუშაო ადგილი რესტორანში „ოზურგეთი ტერასა“. წარმატებული გასაუბრების შემდეგ დასაქმების შედეგიც დადგა. გარემო, სადაც ვმუშაობ მეგობრული და კომფორტულია. კმაყოფილი ვარ, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და რაც მთავარია, ამ პროფესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანსა და ღირებულს –  გამოცდილებას ვაგროვებ.

დასრულდა ექვსდღიანი ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა და კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 17 მასწავლებელი
6 ივნისს, ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის  ორგანიზებით,  რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა. ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია,  სამოქალაქო
28-31 მაისს, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) პარტნიორი კოლეჯების „კონსტრუქტ2“, „ახალი ტალღა“, „ბლექსი“ და „ბათუმის სახელმწიფო
Skip to content