წარმატების ისტორია გურიიდან

„შეხედეთ ცხოვრებას, როგორც გამოწვევებით სავსე თავგადასავალს, სადაც ყველას გვაქვს უფლება ვიშრომოთ და ჩვენ-ჩვენი მიღწევებით დავტკბეთ.“

სალომე ხახვიაშვილი ამჟამად, მარკეტში „პირველი სავაჭრო სახლი“ მოლარის პოზიციაზე მუშაობს.

კომპიუტერული ბუღალტერიის განხრით კოლეჯი დავასრულე. რამდენიმე წელი მოლარე ოპერატორად ვმუშაობდი, მაგრამ დავოჯახდი და მალევე დედა გავხდი. შესაბამისად, მთლიანად ოჯახზე ვორიენტირდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიგრძენი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა, სახლიდან გასვლა და ჩემი შრომით მიღებული ანაზღაურება ჰაერივით მჭირდებოდა. სამუშაოს ძებნა სხვადასხვა გზებით, მათ შორის, სოციალურ ქსელების საშუალებით დავიწყე. სწორედ ასე გავიგე დასაქმების ცენტრის შესახებ და იქ მისვლა გადავწყვიტე. ვინაიდან სახლში მცირეწლოვანი შვილები მყავდა, ჩემთვის პრიორიტული იყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ცენტრში დიდი ყურადღება და მეგობრული აურა ვიგრძენი, რამაც დასაქმების კონსულტანტებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მომცა. მათ ჩემი გამოცდილების, უნარების და ინტერესების შესახებ მოვუყევი, რის შედეგად გამოიკვეთა კარიერული ორიენტაციის ტრენინგის გავლის საჭიროება და მეც სიამოვნებით ჩავერთე. ასევე, ვმონაწილეობდი დასაქმების ფორუმში, თუმცა შესაბამისი სამუშაოს აღმოჩენა ვერ შევძელი. ფორუმის შემდეგ, ცენტრიდან მალევე დამიკავშირდნენ და მარკეტში „პირველი სავაჭრო სახლი“ მოლარის ვაკანსია შემომთავაზეს. სიამოვნებით წავედი გასაუბრებაზე. ერთთვიანი წარმატებული სტაჟირების გავლის შემდეგ კი დავსაქმდი. მიხარია რომ ადამიანებთან აქტიურად ვურთიერთობ, საკუთარ თავსა და გარეგნობაზე ვზრუნავ და ყოველ დღეს ხალისით ვხვდები.

სამუშაოს მაძიებლებს მინდა ვუთხრა: ნუ ითაკილებთ შრომას და დაბალ პოზიციაზე დასაქმებას. შრომა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა დამერწმუნეთ უმუშევრობა ბევრად უფრო რთულია. ჩაეჭიდეთ თქვენს ოცნებებს და მათთვის იშრომეთ, დამერწმუნეთ ერთ მზიან დღეს ისინი აუცილებლად ასრულდებიან.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content