წარმატების ისტორია თელავიდან.

“გარემო პირობების მიუხედავად,  გზები უნდა ვეძებოთ და შესაძლებლობები თავადვე შევქმნათ”

ანა ზაალიშვილი ამჟამად „ალტა“ ში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.

 ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. მიყვარს სიახლეები და მუდმივად მივისწრაფი განვითარებისკენ, თუმცა ვთვლი რომ რეგიონებში, დედაქალაქთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობებია.

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ, ხშირად ვეძებ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. სწორედ ასე ვიპოვე დასაქმების ცენტრი თელავში, რომელსაც პირველად 2020 წელს მივმართე. დასაქმების კონსულტანტების დახმარებით დავსაქმდი შპალერის სახლში, თუმცა პანდემიის დროს, მაღაზია დაიხურა და იქ საქმიანობა ვეღარ გავაგრძელე. ჩავთვალე, რომ ახალი სამსახურის პოვნისთვის საუკეთესო გზა კვლავ დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობა იყო. შესაბამისად, დასაქმების კონსულტანტებს დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. ასე ჩაინიშნა  გასაუბრება და ჩემი ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინებით დაიწყო სამუშაოს მოძიების ეტაპი. ძალიან მალე ცენტრიდან დამიკავშირდნენ და 1 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შემომთავაზეს, რის შედეგადაც დავსაქმდი  „ალტა“ ში კონსულტანტის პოზიციაზე.

სამსახურში თავს  ძალიან კარგად ვგრძნობ,  ოჯახური და კომფორტული გარემოა. მიხარია რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

არ შემიძლია არ ავღნიშნო დასაქმების კონსულტანტების მხრიდან მუდმივი ყურადღება ჩემი საქმიანობის მიმართ, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს და მოტივაცია მმატებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content